saqarTvelos myinvarebi - nakras myinvari

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
კოორდინატები 43°11`48` ჩ. გ. 42°28`22` ა. გ.
სიგრძე 0.7 კმ
ფართობი 0.4 კმ²
ტიპი კარულ-ხეობური

 

კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, შდავლერის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდინარე ნაკრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზში. სიგრძე 0,7 კმ, ფართობი 0,4 კმ², მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2860 მ სიმაღლემდე. საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. ნაკრაზე აქვს სათავე მდინარე ნაკრას.